საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება. გაუქმდა ამ დღისთვის დაგეგმილი გალა კონცერტიც. მიზეზი ხურჩაში მომხდარი მკვლელობაა.
26 მაისთან დაკავშირებით ზუგდიდში დილის 09:00 საათიდან ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, სამშობლოსთვის დაცემული გმირების სულის მოსახსენიებლად პარაკლისს აღავლენენ. 11:00 საათიდან სპირიდონ კედიას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლებს გვირგვინებით შეამკობენ. 12:00 საათზე ლომოურის ქუჩაზე აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების სკვერი გაიხსნება
26 მაისს ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას დაკრძალავენ.