„მიმაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა იქმნებოდეს პარლამენტში საგამოძიებო კომისიები“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ აჭიანურებს პროკურატურა „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოძიებას, დეპუტატი პასუხობს, რომ ზოგი საქმის გამოძიება ორი დღე, ზოგს კი ორი წელი სჭირდება.
„პარლამენტი არ არის გამოძიების ადგილი, პარლამენტი არის კანონშემოქმედების ადგილი. თუ რაიმე კომისია უნდა იქმნებოდეს პარლამენტში, უნდა იქმნებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების თანადგომით, რომ რაღაცით დავეხმაროთ მათ. თუ პროკურატურას დახმარება სჭირდება, პარლამენტში საგამოძიებო კომისია კი არ უნდა შევქმნათ, თუ ვინმე ჭკვიანი კაცი არის, უნდა მიამაგრო პროკურატურას, რომ დაეხმაროს გამოძიებაში და არა ჯიბრში ჩაუდგეს პროკურატურას“, -განაცხადა რევაზ არველაძემ.