logo_geo
eng_logo
კახა კალაძე „თიბისი ბანკზე“: საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ
- +

11 მარტი. 2019. 16:54

 

 

თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

 

როგორც კალაძემ განცხადა, აღნიშნულ საკითხსა და ანაკლიის პორტის პროექტს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

„საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მაქსიმალურად ვეცადოთ, ამ კონკრეტულ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი მოვაშოროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთანავე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნება.

 

„თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას „ევროპული საქართველო“ ითხოვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner