logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ხურჩაში რომ ვყოფილიყავი, საპასუხო ცეცხლს გავხსნიდი!
- +

25 მაისი. 2016. 16:23



უჯიშოებმა შეუპოვარი გულის გამო ახალგაზრდა კაცი მოკლეს" - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ალექსანდრე ქანთარია გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს.



იქ რომ ვყოფილიყავი, საპასუხო ცეცხლს გავხსნიდი და დედამიწის ზურგზე ვერავინ გამამტყუნებდა. ჩემი სინდისის წინაშე მართალი ვიქნებოდი. იმ უჯიშოებს მინდა ვუთხრა, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს, ხმელეთზე თუ ჰაერით, დედამიწის ზურგზე განაჩენს ელოდნენ. ეს აფხაზების გაკეთებული არ არის, აფხაზი კაცი ამას არ იკადრებდა. ამ ახალგაზრდა ბიჭის სამძიმარსაც ვერ ვამბობ, სანამ მკვლელები დასჯილები არ არიან და მათ ეს ამბავი არ შერჩებათ. საქართველოსთვის ხშირად უსვრიათ, მაგრამ ქართულ გულს ვერასდროს მოკლავენ", - აღნიშნა ქანთარიამ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner