logo_geo
eng_logo
კახა კალაძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
- +

11 მარტი. 2019. 16:56

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

 

კალაძის თქმით, მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.

 

„აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში, გუნდში არ ყოფილა საუბარი. მინისტრების ცვლილება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. თუ ამის შესახებ რამე გადაწყვეტილება მიიღება, ცნობილი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner