„ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო საქმიანობისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს დავით ბერძენიშვილი ეხმიანება:
„როგორც „ნაციონალური მოძრაობა", ისე „ქართული ოცნების" საპარლამენტო წარმომადგენლობა იქცევა, ჩემი აზრით, არაადეკვატურად. „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადება დღეს, ეს არის პოლიტიკური ბრძოლიდან გაქცევა. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ენერგია, რომ საპარლამენტო მუშაობაში საპარლამენტო დარბაზში, გერმანული მოდელისთვის ბრძოლაში, სერიოზული წვლილი შეიტანონ. ისევ გარბიან ისეთ ადგილას, სადაც ისინი ძალიან სუსტები არიან", - განაცხადა ბერძენიშვილმა.