საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები", კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს.
6 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტ ეკა ქევანიშვილს დაეთმობა.
მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების" მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ.
ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, biletebi.ge - ზე შეუძლიათ.
მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.