logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში მიმდინარე პროცესი
- +

12 მარტი. 2019. 02:20

 

 

თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში მიმდინარე პროცესი, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას უკავშირდება.

 

ჩუგოშვილის თქმით, საკითხი იუსტიციის სამინისტროს შიდა თემაა.

 

„საკითხთან დაკავშირებით მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში მიმდინარე პროცესი. როგორც ჩანს, შიდა თემაა, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას უკავშირდება და შესაბამისად, მე არც კომპეტენცია მაქვს და არც მეხება ეს საკითხი.

რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ზოგადად, მინისტრების დანიშვნასთან ან გადაყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს არის მთლიანად პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია. ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება და თვითონ პრემიერ-მინისტრი და მინისტრები იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ არის თანამდებობეზე და ვინ არა. ასე რომ, ჩემგან ძალიან რთული იქნება ამაზე კომენტარის გაკეთება. მით უმეტეს, ჩემთვის არ არის ცნობილი“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

თეა წულუკიანმა დღეს იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უნდა გადაწყდეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner