შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა "თიბისი ბანკის" ცენტრალურ ოფისთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინიატროში განუცხადეს, ინცინდენტის დროს მოქალაქეები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ბანკის დაცვის თანამშრომლებთან ჩხუბი მოუვიდათ.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ინცინდენტი ბანკს არ უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო.