logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: წულუკიანის საუბარი იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება
- +

12 მარტი. 2019. 10:50

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ არსებული ინფორმაციით, თემა, რომელზეც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობს, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება.

 

გიორგი ვოლსკის განცხადებით, პარლამენტს ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რღვევის პროცესი არ არის.

 

„ზოგი ულტიმატუმად აფასებს, ზოგი გაბრაზებად, ზოგი მის პიროვნულ ხასიათს უკავშირებს, მაგრამ ფაქტია, რომ თემა, რომელზეც საუბრობს,  საზოგადოების საყურადღებოდაა გამოტანილი. თემასთან დაკავშირებით არაფერს მალავს, მთავრობაში ღიად საუბრობს, რაც მისასალმებელია. პარლამენტს ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს.  არსებული ინფორმაციით, ეს იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება. ეს არ არის რღვევის პროცესი, რღვევა სულ სხვა რამეა. ჩვენთან არის აზრთა სხვადასხვაობა, საკითხებზე დაპირისპირება. უმრავლესობიდან წევრების გასვლა რეალურია და სახეზეა, მაგრამ სიტყვა „რღვევა“ საკმაოდ მძიმეა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას აქვს მყარი პოზიცია. 

 

„თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner