logo_geo
eng_logo
ნადეჟდა სავჩენკო კიევშია
- +

25 მაისი. 2016. 17:21



უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო კიევშია. თვითმფრინავი ამ წუთებში კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.



პრეზიდენტის თვითმფრინავი, რომლის ბორტზე უკრაინის გმირი ნადია სავჩენკო იმყოფება, დაეშვა!" - წერია უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს „ტვიტერის" მიკრობლოგში.



უკრაინული მედიის ცნობით, აეროპორტში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმყოფება.



რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვსა და კიევს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა.


რუსულ მხარეს, ნადეჟდა სავჩენკოს სანაცვლოდ, უკრაინაში დაპატიმრებული რუსეთის ორი მოქალაქე, ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი გადაეცა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner