logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და პროცესებში ჩართვას
- +

25 მაისი. 2016. 17:21



არსებობს თუ არა დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის - ამ საკითხზე ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „არჩევანის" ეთერში ისაუბრა.



ჩვენ გვაქვს დიუსკუსია, კამათი, მაგრამ ეს არის ხედვებზე კამათი, მთავარია, სად იქნება საქართველო და როგორი ახალი განვითარება იქნება, როგორ შევქმნით სამუშაო ადგილებს და როგორ ამოვიყვანთ საქართველოს ამ საშინელი სიღარიბიდან", - აცხადებს სააკაშვილი.



ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ ვინც გამოიჩენს თავს პარტიაში, ის წავა წინ. მისივე თქმით, პარტია ახალ ადამიანებს გზას უთმობს, თუმცა „ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამსახურებული ხალხი უნდა გავწიოთ უკან".



შემდეგი თვეები იქნება გადამწყვეტი საქართველოში ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებისთვის. მისივე თქმით, როგორც პარტიის დამფუძნებელს, თავისი სიტყვა ეთქმის - მაგრამ ჩვენი საერთო ხედვა არის გამარჯვება და ეს გარდაუვალია", - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.



სააკაშვილის თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები რამდენიმე ადამიანთან, რომლებიც შესაძლოა „ნაციონალურ მოძრაობას" განახლებულ სიაში შეუერთდნენ.



მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებლად აპირებს საქართველოში დაბრუნებას.



ეჭვი არავის შეეპაროს, და ეს მუქარა არის არის, მე ვაპირებ საქართელოში ჩამოსვლას და აქტიურად ჩართვას პროცესებში. უკრაინა და საქართელო ეს არის ჩემთვის ერთი და იგივე ბრძოლის ფლანგი. მე ვაპირებ ორივეგან ბრძოლის გაგრძელბას და ამაზე ღიად ვსაუბრობ ყოველგვარი კონსპირაციების გარშე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner