„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ მანდატურებს სთხოვა, დამსწრეებს დარბაზი დაეტოვებინათ.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.