26 მაისიდან 26 ივნისამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება.
წულუკიანის განცხადებით, ეს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს.
სამინისტროს ინფორმაციით, იმ ამომრჩევლებმა, რომლებსაც არ აქვთ პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი (სავარაუდოდ 64 600 პირი), ან მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან და შეჩერებული/გაუქმებული აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედება (სავარაუდოდ 98 727 პირი), უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.