logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი სომხეთში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება
- +

12 მარტი. 2019. 14:35

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ხვალ, 13 მარტს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება.

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

 

პრესსპიკერის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, არარატ მირზოიანს.

 

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner