logo_geo
eng_logo
26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემათ
- +

25 მაისი. 2016. 17:22



საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემათ.


ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.


მინისტრის ინფორმაციით, დაბადების მოწმობის ყდაზე დატანილი იქნება სპეციალური შინაარსის ინფორმაცია  - „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს".


ანალოგიური მოწმობები მთელი საქართველოს მასშტაბით 26 მაისს დაბადებული ახალშობილების მშობლებს გადაეცემათ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner