logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: 8 ოქტომბერს ჩვენ მივიღებთ არჩევნებს, რომელიც უპრეცედენტოდ დემოკრატიული იქნება
- +

25 მაისი. 2016. 17:25



„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე კორცხელის ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.



„8 ოქტომბერს ჩვენ მივიღებთ არჩევნებს, რომელიც იქნება უპრეცედენტოდ დემოკრატიული. დარწმუნებული იყავით, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება, ეს იყო ძალიან ცუდი გაკვეთილი. მინდა, ჩემი და ჩვენი პარტიის წარმომადგენლების აზრი დავაფიქსირო, რომ ეს არის დასაგმობი ფაქტი, რომელიც პირველ რიგში ქართულ ოცნებასა" და სახელმწიფოს დიდ საფრთხეს უქმნის. უნდა უზრუნველყოთ, რომ ქართულ სინამდვილეში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ესაა ვანდალური აქტი, რომელიც იმას, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი უნდა გავხდეთ, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა მიუღებელი პერსონა იყოს და პროვოკაციაზე წამოვიდეს, არ წამოეგონ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner