logo_geo
eng_logo
დავით მირცხულავა: კომერციულ სექტორში კონკურენტული ფასი საფრთხეს არ შეუქმნის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას
- +

12 მარტი. 2019. 18:42

 

 

ეკონომიკის ექსპერტმა დავით მირცხულავამ „გაზპრომსა“ და ქართულ მხარეს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

 

მისივე თქმით, საუბარი არ არის მოსახლეობისთვის და ენერგოსექტორისთვის გაზის მიწოდებაზე, საუბარია, რომ გარკვეულ კომერციულ სტრუქტურებს საშუალება მიეცემათ, შემოიტანონ გაზი საკუთარი მოხმარებისთვის.

 

„შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არ შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და პირიქით, შესაძლებელია, რომ კომერციულ სექტორში გარკვეული კონკურენცია შექმნას“, - განაცხადა დავით მირცხულავამ.

 

ექსპერტის თქმით, ფასები ჩვენთან კომერციულ სექტორში რეგიონში ყველაზე მაღალია და კარგია, თუ კომერციულ სექტორში კონკურენტული ფასი გაჩნდება.

 

„თუ ამ სექტორში გაჩნდება ახალი მიმწოდებელი და ფასი გაიაფდება, არა მგონია, რომ ეს ქართულ ეკონომიკას არ წაადგეს“, - განაცხადა დავით მირცხულავამ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner