„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სამეგრელოსა და გურიაში შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების" დამარცხების მიზეზებს განმარტავს.
„კანდიდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" სამეგრელოში წარადგინა, „ნაცმოძრაობის" მგზნებარე მხარდამჭერი იყო. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა გადაცემა „20/30"-ში.
ინაშვილმა საგარეჯოს არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა, როცა თარხან გასვიანზე თავდასხმა განხორციელდა:
„თუ გიგა ბოკერია გაილახება, ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს და ყველა უნდა დაიჭირონ გარშემო და თარხან გასვიანს თუ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე რა მოხდა... ასე არ შეიძლება. თუ „ქართულ ოცნებას" არ შეუძლია საარჩევნო პროცესის მართვა, გვითხრას და ყველა მივალთ საჩხუბრად იმ საარჩევნო უბნებზე და ვინ ვის გალახავს, მერე ვაჩვენებთ მაგათ. მაგრამ ეს გალახვა და ეს ჩხუბი ჩვენს ქვეყანას დაუჯდება ძვირად. ამიტომ ხელისუფლებაა ვალდებული, რომ დემოკრატიულ ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები", - განაცხადა ინაშვილმა.