საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
„რამდენიმე კითხვა კორცხელის შესახებ:
1. „ნაციონალურ მოძრაობის" მიმართულებით: ცემა-ტყეპა ზონდერების გამომგონებლებს როგორ უკვირთ და რამდენი მათი ზონდერი დაისაჯა და როდის? თუნდაც პირდაპირ მკვლელობის გამო დაისაჯა ვინმე?!
2. საზოგადოების საყურადღებოდ: კვირა დღეს მომხდარ ინციდენტზე ევროპარლამენტის ეპპ ჟაშეკ სარიუშ ვოლსკის რეაგირების წერილი ჩვენთან ორშაბათ დილის ეთერში უკვე შუქდებოდა, ევროპაში დილა რომ თენდებოდა... რისი მანიშნებელია: წინასწარ დამზადებული წერილისა თუ წინასწარმეტყველ პარლამენტარის?
3. და მთავარი - „ოცნების" მისამამართით: კორცხელის ამომრჩეველს რატომ დაუტოვეთ ასეთი უსაძლისი „არჩევანი" ანუ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის და „არც ისე ყოფილ" „ნაციონალურ მოძრაობის" პარტიის წევრს შორის????" წერს სალომე ზურაბიშვილი „facebook"-გვერდზე.