ნუ დაივიწყებთ, რა ჩაიდინა სააკაშვილის ფაშისტურმა ხროვამ! - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „facebook"-გვერდზე წერს.
„ეს ფოტო ჩემი გადაღებულია 2011 წლის 25 მაისს, ანუ მაშინ, როცა პარლამენტის ეზო გადატენილი იყო სააკაშვილის სპეცრაზმელებით. მარჯვენა მხარეს, გისოსებზე კარგად ჩანს ყვავილები. ადამიანებს ყვავილები მიჰქონდათ იმის ნიშნად, რომ ამ მანქურთებს არ დაერბიათ საკუთარი მოსახლეობა. შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ... ფაშისტებმა სისხლის კალო ლეწეს რუსთაველზე და არა მხოლოდ რუსთაველზე!!!
რა კორცხელი, რის სამეგრელო, რა ატმის კურკა, საქართველოში მასობრივი სისხლისღვრა რომ არ დაიწყო, არ გიკვირთ? „რუსთავი 2"-ის ეთერში ნაძირალა „ნაცები" ქირქილებენ, ეგ სხვა თემაა, ახლა მაგაზე ლაპარაკის დრო არ არისო. ბებიათქვენისამ, ხალხს პირიდან სისხლი არწყევინეთ, ეგ სხვა თემაა, ბოკერიას წიხლი ამოარტყეს და ეს აქტუალურია?!
დამპალ სააკაშვილს იმედი აქვს, ხელისუფლებაში დავბრუნდებიო, აქამდე ცოტა ვეჭვობდი, მაგრამ კორცხელის ამბებმა სტიმული მომცაო. მიხეილ, შენ მაშინ დაბრუნდები ხელისუფლებაში, როცა პაპაჩემი ადგება საფლავიდან და აჭარულს იცეკვებს!!!
რატომღაც მეგონა, 2007-2009-2011 წლებში დატრიალებული ტრაგედიების შემდეგ ესენი მონასტრებში თუ არა, სადმე უჩინარ ადგილებში მაინც გაიხიზნებოდნენ და ქართველ ხალხს თვალებიდან მოშორდებოდნენ, მაგრამ არა, პირიქით, მობრუნება მოუნდათ!!!
ბიძინა ივანიშვილს არ ვამტყუნებ, მან სცადა, ეშმაკი ანგელოზად ექცია... ვუთხარი, არ გამოვა-მეთქი. გამოვა, სულ რაღაც 3 მილიონი დავრჩით, უნდა გამოვიყვანოთო. რაც გამოვიდა, ვხედავთ. ცხონებული ზვიად გამსახურდიაც ასე ამბობდა, მტრები თუ ტყვიას გვესვრიან, ჩვენ ვარდები ვესროლოთო. ჩვენ მართლაც ვარდები ვესროლეთ, იმათ ტყვიები დაგვიშინეს და პირველი პრეზიდენტი სამეგრელოს მიყრუებულ სოფელში, ტალახში ჩაგვიკლეს!!!
ჩვენ ცოდვიანი ერი ვართ, ჩვენში არის ილია ჭავჭავაძის სისხლიც და გიგლა ბერბიჭაშვილის სისხლიც. ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ პატრიოტებიც და მოღალატეებიც, გმირებიც და ცვედნებიც!!!
სამწუხაროდ, დღეს გიგლა ბერბიჭაშვილის ნაშიერები უფრო დიდ პატივში არიან, ვიდრე ილია ჭავჭავაძის შთამომავლები!!!
დახედეთ ფოტოზე ყვავილებს... ნუ დაივიწყებთ, რა ჩაიდინა სააკაშვილის ფაშისტურმა ხროვამ!!!" - წერს გელა ზედელაშვილი.