„ასეთი რამ იმიტომ ხდება, რომ ბოკერიასნაირები ციხეში არ სხედან!" - ასე ეხმაურება „საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას.
„მე, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას, მაგრამ რადგან მთავრობა არ აკეთებს იმას, რომ სამართლიანობა აღდგეს და გიგა ბოკერიასნაირი ნაძირლები და დამნაშავეები ციხეში არ სხედან, ასეთი რაღაცეები, სამწუხაროდ, ხდება.
ვფიქრობ, თავისთავად, ეს ბიჭები დროულად უნდა გაათავისუფლონ. მე თვითონაც არ მომეწონა, რაც მოხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ბიჭები ამისთვის უნდა დაისაჯონ. დასასჯელი ვინც არის, ის უნდა დაისაჯოს პირველ რიგში და ესენი არიან „ნაცმოძრაობის" წევრები.
როდესაც მათ დასჯიან, შემდეგ თუ მოხდება ასეთი ფაქტი, შეიძლება უკვე ილაპარაკო იმაზე, რომ ვიღაცამ რაღაც დააშავა, მაგრამ ადამიანებს აქვთ პირადი გაღიზიანება, პირადი წყენა და ისინი იყვნენ რეჟიმის მსხვერპლი. მე ვფიქრობ, რომ სამართლიანობის აღდგენა წინა პერიოდიდან უნდა დავიწყოთ",- განაცხადა გაბედავამ.