logo_geo
eng_logo
პროკურორი: დასტურდება გარემოება, რომ ორი პირის მიერ განხორციელდა დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა
- +

13 მარტი. 2019. 14:02

 

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების ბრალდების სისხლის სამართლის პროკურორის თორნიკე ნადირაძის განცხადებით, ცალსახად დასტურდება ის გარემოება, რომ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა ორი პირის მიერ განხორციელდა.

 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას. როგორც ნადირაძე განმარტავს, სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვაში იმ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც მსჯავრდებული გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს მიერ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობას ადასტურებს.

 

„ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებათა გამოკვლევა. დასკვნით სიტყვაში ყურადღებას გავამახვილებთ ყველა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომელიც ცალსახად ამხელს მსჯავრდებულებს მათ მიერ განხორციელებულ დანაშაულში.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა ცალსახად ადასტურებს ორივე მსჯავრდებულის დანაშაულებრიობას, რაზეც ბრალდების მხარე ყურადღებას გაამახვილებს. როგორც კალანდიას ჩვენება, ასევე სხვა პირების ჩვენებები მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ სასამართლომ გაითვალისწინოს ის ამ კონკრეტული სიახლის სამართლის საქმეში“, - განაცხადა ნადირაძემ.

 

პროკურორი მტკიცებულებებს და მათ შორის, ძმები კალანდიების ჩვენებებს სანდოდ მიიჩნევს და თვლის, რომ ის სასამართლომ უნდა გაიზიაროს.

 

სასამართლო სხდომას ესწრება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner