logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ეს ხომ ნიშნავს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას?!
- +

25 მაისი. 2016. 17:30



როცა ძალადობაზე ვსაუბრობთ, ნაციონალები რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას გვპირდებიან, ეს ხომ ნიშნავს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, ანუ იმას, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სულის ამოხდით ემუქრებიან?!" - ამის შესახებ ვასილ მაღლაფერიძე facebook-ზე წერს.


მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ სინდისი დაუშლით და არ იზამენ?! ან იქნებ იმ ფარისეველი პოლიტ და მედიაექსპერტების მოერიდებათ, კოფებრეიკებზე ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს რომ იძახიან და ერთ ადგილს ათამაშებენ. თუ ევროპის სახალხო პარტია შეაჩერებთ?! აბა, ერთი ახსნას ვინმემ, რა გარანტია არსებობს, რომ იმავეს არ გაიმეორებენ უფრო მეტი სისასტიკით, რა იძლევა ასეთი ვარაუდის საბაბს?! მხოლოდ ის, რომ მოსახლეობამ უნდა აირჩიოს?! ეგრე ნაცისტებიც არჩევნებით მოვიდნენ", - წერს მაღლაფერიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner