logo_geo
eng_logo
რუსთავში მოზარდი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა
- +

13 მარტი. 2019. 15:22

 

 

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

 

მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. თუმცა საავადმყოფოში მიყვანამდე მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო.

 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner