რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. თუმცა საავადმყოფოში მიყვანამდე მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.