logo_geo
eng_logo
აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართული არხების ღია ეთერით მიღება უკვე შესაძლებელია
- +

25 მაისი. 2016. 17:31


 

ქართული არხების ღია ეთერით მიღება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უკვე შესაძლებელია.


როგორც  შპს „სტერეო +"-ში განაცხადეს, კერძო მულტიპლექს ოპერატორმა - შპს „სტერეო +"-მა დაასრულა სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დასაფარად.


კომპანიის სიგნალი იქ მცხოვრებ მოსახლეობას 20-მდე ქართული არხის უფასოდ მიღების შესაძლებლობას აძლევს. სიგნალის მისაღებად საჭიროა დეციმეტრული ანტენა და DVB-T2 სტანდარტის მოწყობილობა (SET -TOP-BOX). საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისიდან გადავიდა. ამიერკავკასიაში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ვალდებულება დადგენილ ვადაში და თანაც წარმატებით განახორციელა", - აცხადებენ კომპანიაში. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner