საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებითაა აყვანილი.
მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.