logo_geo
eng_logo
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა
- +

13 მარტი. 2019. 20:07

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა, ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერთან, ჰიდეიათ ნურ ვაჰიდთან შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ აღნიშნულ სფეროში საქართველოს გამოცდილებით. გრიგოლ ლილუაშვილმა ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმები და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი შოთა რიჟამაძე, ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლები, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნანა ბერიძე და ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის წევრები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner