logo_geo
eng_logo
გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ
- +

13 მარტი. 2019. 22:01

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, გალის რაიონში გარდაცვლილ ირაკლის კვარაცხელიას თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ, სადაც ექსპერტიზის პროცედურა დაიწყება.

 

„ადგილზე, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი მობილიზებული იყო - ჩემი მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო. უშუალოდ გადმოცემის პროცედურისას გაზიარებული იქნა გარკვეული დოკუმენტაცია და მასალები, რომლის შინაარსის თაობაზეც ჯერ-ჯერობით ვერ მოგახსენებთ. ეს ყველაფერი, ცხადია, შესასწავლია. ასევე არ გვაქვს პირველადი ინფორმაცია, ეს მხოლოდ გადმობარების პროცედურა იყო. ასე რომ, ბევრ კითხვას პასუხი სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის შემდგომ გაეცემა. ფაქტი შემზარავია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ცხედრის გადმოცემა ოპერატიულად მოხერხდა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოებების დადგენა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner