უამინდობის გამო კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას შს სამინიტრო ავრცელებს. ისინი, მოქალაქეებს მოუწოდებენ დაიცვან მოძრაობის წესები.
„კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“. - ნათქვამია შინაგან საქმეა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.