ფილმები - „ნატვრის ხე“, „დათა თუთაშხია“, „ძაღლი“, „ფიროსმანი“, „ფატიმა“. სპექტაკლები - „გუშინდელნი“, ,,ვალი“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, - ეს იმ ფილმებისა და სპექტაკლების მცირე ჩამონათვალია, სადაც მსახიობი ია ხობუა მონაწილეობდა. სახალხო არტისტმა მაყურებელს, სწორედ ამ პიესებში შესრულებული როლებით დაამახსოვრა თავი. ქართულ კინოში შემოქმედებითი საქმიანობა მან 1958 წელს დაიწყო.
ია ხობუა 1938 წლის 26 ივლისს ქალაქ ბათუმში დაიბადა. ის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. იგი ქალაქ რუსთავში 1967 წელს, სწორედ მარჯანიშვილის თეატრის იმ ახალგაზრდა გუნდთან ერთად ჩავიდა, რომელმაც თეატრის ისტორიას დაუდო საფუძველი. ამ გუნდში იმყოფებოდა მსახიობის მეუღლე, შესანიშნავი მსახიობი რეზო ხობუა, რომელიც თეატრის დაარსებიდან მალევე გარდაიცვალა.
სპექტაკლი - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ მაყურებლის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ პიესიდან, სადაც მსახიობი ია ხობუა ბებიის როლს ასრულებს.