logo_geo
eng_logo
ბრიუსელთან შეთანხმების გარეშე დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის მხარი არ დაუჭირა
- +

14 მარტი. 2019. 01:35

 

 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ე.წ მკაცრ Brexit-ს ანუ ბრიუსელთან შეთანხმების გარეშე ლონდონის ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

მედიის ცნობით, დღევანდელი გადაწყვეტილება იურიდიულად სავალდებულო არ არის, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებისადმი მნიშვნელოვანი გზავნილია.

 

ახლა თემთა პალატამ უნდა განიხილოს საკითხი იმის შესახებ, უნდა მოითხოვოს თუ არა ლონდონმა Brexit-ის გადავადება.

 

13 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის შეთანხმებაზე პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ახალ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

 

12 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, სტრასბურგში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ 2 ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

 

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა ბრიტანეთის მთავრობასა და ბრიუსელს შორის პირობებზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.

 

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner