logo_geo
eng_logo
საქართველოს მთავრობა დაამტკიცა ვალის მართვის სტრატეგია
- +

14 მარტი. 2019. 02:45

 

2019 – 2021 წლებისთვის სამოქმედო დოკუმენტის მიხედვით, მთავრობა აქცენტს სავალო პორტფელში საშინაო ვალის ზრდაზე გააკეთებს. ამჟამად, საქართველოს მთავრობის ვალის 81.3% საგარეო ვალით არის შევსებული, დანარჩენი 18.7% კი, საშინაო ვალია - წერს gbc.

 

გეგმის მიხედვით, 2021 წლისთვის საშინაო ვალის წილი 20%-მდე უნდა გაიზარდოს, გრძელვადიან პერიოდში კი, 35%-ს უნდა მიაღწიოს. ფინანსთა სამინისტროს მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში აქცენტი ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე კეთდება.

 

აღნიშნულია, რომ სხვადასხვა სცენარიდან საუკეთესო ვარიანტია მთლიანი ფინანსური საჭიროებების შიდა წყაროებიდან დაფინანსება, მაგრამ ამ ეტაპზე, ადგილობრივი ბაზრის განვითარების დონე ამის შესაძლებლობას არ იძლევა. მთავრობა ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის გეგმავს ბენჩმარკ ბონდების მოცულობის და მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობის ეტაპობრივ ზრდას. მოხდება პირველადი დილერების PD სისტემის დანერგვა, რომელიც ჯერ საპილოტე რეჟიმში იმუშავებს, შემდეგ კი, სრულფასოვან სისტემაზე გადავა.

 

ამასთან, რეფინანსირების რისკის უკეთ სამართავად იგეგმება, 1 წელიწადში დასაფარი სესხის ძირი თანხის პროცენტულმა წილმა არ გადააჭარბოს 20%-ს, საშუალო ვადიანობა კი, მთლიანი ვალისთვის 5.5 წელს არ ჩამოცდეს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner