logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინა
- +

14 მარტი. 2019. 10:35

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი  ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ  განკუთვნილი 2 397 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 4 470 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

 

ამოღებული  უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 33 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner