ყაზბეგის გამზირზე მინივენის ტიპის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. აალების შედეგად დაზიანდა იქვე მდგარი მეორე ავტომობილიც.
სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.