logo_geo
eng_logo
კახა კალაძე გიგა ოთხოზორიას ოჯახს ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა
- +

25 მაისი. 2016. 18:11



ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მეგობრის განცხადებით, დღეს ზუგდიდში ოჯახის წევრებთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და გუბერნატორი იყვნენ ჩასულები.


მისი თქმით, კახა კალაძე ოჯახს ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.


„კახა კალაძე ოჯახს 20 ათასი ლარით დაეხმარება. ამასთან, ოჯახს ფინანსურად ადგილობრივი რაიონის გამგეობაც დაეხმარა. დევნილთა სამინისტრო საცხოვრებელი ფართის მოგვარებას დაჰპირდა. ფიზიკური პირები ინდივიდუალურად ეხმარებიან ოჯახს. ადგილობრივი რაიონის გამგეობამ 10 ათასი გადმოურიცხა დაკრძალვის ხარჯებისათვის", - განუცხადა ოჯახის ახლობელმა „პირWელს".


შეგახსენებთ, სუს-ის ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner