სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გახსნილ საქმეს, რომელიც ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების საქმეს ეხება „ვაშინგტონ პოსტი“ და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებები: Associated Prees, Newyork Times, Fox news-ი და სხვა წამყვანი პორტალები გამოეხმაურნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა „ურანის“ გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ.
დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს “ურან-238”-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას“, - აცხადებენ სუს-ში.
უწყების ცნობით, ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
„გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
https://www.washingtonpost.com/world/europe/
https://abcnews.go.com/International/
https://www.foxnews.com/world/