"ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ 2030-ის სტუდიაში ალექსანდრე ელისაშვილზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც დღეს პარლამენტში პოლიტპატიმრებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე არ მივიდა. კაკაბაძის თქმით, ელისაშვილს პოლიტპატიმრების წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ გააჩნია.
„ელისაშვილი პარლამენტში იმიტომ არ მოვიდა, პოლიტპატიმრებს მის წინააღმდეგ სამხილები აქვთ - ზუსტად იციან, მისი თავმჯდომარეობისას როგორ გათავისუფლდნენ მკვლელობის მცდელობისთვის, ნარკოტიკების ვაჭრობისთვის ნასამართლევი ადამიანები. მაგალითად, გუგარ ალიევი, რომელსაც ელისაშვილმა 25 წელი აჩუქა. მან თქვა, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება მისი გვერდის ავლით ხდებოდა. ანუ, ხელი პირდაპირ პრეზიდენტს დაადო. მაინტერესებს, პროტესტი მესიჯის გაგზავნაზე რომ გამოხატა, რომელიც ვერავინ იპოვა, ასეთი კრიმინალების გაშვება რომ მისი სახელით ხდებოდა, პროტესტი რატომ არ გაუჩნდა, თუ ამის უკან ანგარება არ ი.დგა?!" - განაცხადა 2030-ში ნანა კაკაბაძემ.
„რეპრესიებს რომ არ ვემხრობით, იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეთა დასჯას არ მოვითხოვთ.ხელისუფლებას, გარდა იმ პოლიტიკური აქტისა, რითაც 215 ადამიანი პოლიტპატიმრად სცნო, არაფერი გაუკეთებია. სტატუსმა სისხლის სამართლის კოდექსში ასახვა არ ჰპოვა. საჭირო იყო საკანონმდებლო ცვლილება, რაც არ მოხდა და ამ ყველაფერმა ნაციონალების მიერ აგორებულ ბინძურ კამპანიას ხელი შეუწყო. პოლიტპატიმართა ერთ-ერთი მოთხოვნა, 2012 წლამდე გათავისუფლებული 100-მდე ადამიანისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებაა, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს"- აღნიშნა კაკაბაძემ.