logo_geo
eng_logo
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-მ საქართველოსა და მაკედონიას კარი უნდა გაუღოს
- +

25 თებერვალი. 2016. 16:36


„NATO-მ უნდა დაასრულოს მონტენეგროს გაწევრიანების პროცესი და ღია დატოვოს კარი მაკედონიასა და საქართველოსთვის", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.


„თუ NATO არ განაგრძობს გაფართოების პროცესს, ეს მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის აღნიშნული ორგანიზაციის სანდოობას", - გამოაცხადა სტიიარტომ ჟურნალისტებთან საუბრისას კონფერენციის დასასრულს.


მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოლა პოპოსკის თანახმად, NATO-ში გაწევრიანება მის ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner