საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება 25 მაისს დაიწყო. გია გეგუჩაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" იმ 24 ფეხბურთელს უხმო, რომლებიც ევროშესარჩევ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.
21-წლამდელები „ბასაზე" ხუთი დღის განმავლობაში ყოველდღიურად ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებენ, 30 მაისს კი შვედეთში გაემგზავრებიან, სადაც 3 ივნისს ოფიციალურ მატჩს მასპინძელ თანატოლებთან გამართავენ.
გია გეგუჩაძის რჩეულებთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ოთო გოშაძე („საბურთალო"), ლაზარე კუპატაძე („ლოკომოტივი"), ბექა ქურდაძე („საბურთალო");
მცველები: ლევან გეგეჭკორი („შუქურა"), თორნიკე კირკიტაძე („ჩიხურა"), გაგი მარგველაშვილი („საბურთალო"), ანრი ჭიჭინაძე („ტორპედო"), დაჩი ცნობილაძე („სამტრედია"), ჯიმი ტაბიძე („გენტი", ბელგია), გრიგოლ ჩაბრაძე („საბურთალო"), გიორგი თევზაძე („დინამო" თბილისი);
ნახევარმცველები: გიორგი გოროზია („სტაბეკი", ნორვეგია), ვალერიან გვილია („მინსკი", ბელარუსი), სანდრო ალთუნაშვილი („საბურთალო"), ვლადიმერ მამუჩაშვილი („საბურთალო"), გიორგი გაფრინდაშვილი („სიონი"), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო"), ოთარ კიტეიშვილი („დინამო" თბილისი), ირაკლი ბიძინაშვილი („საბურთალო"), გიორგი პაპუნაშვილი („ვერდერი", გერმანია);
თავდამსხმელები: ლევან შენგელია („ტუბიცე", ბელგია), ბაჩანა არაბული („დინამო" თბილისი), ნიკა კაჭარავა („როსტოვი", რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია").