logo_geo
eng_logo
თურქეთის სასამართლომ საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთივე ფეხბურთელი გაამართლა
- +

14 მარტი. 2019. 12:58

 

თურქეთის სასამართლომ, საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთივე ფეხბურთელი გაამართლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ზურა კარტოზიამ განუცხადა, ფეხბურთელები უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან და საფეხბურთო საქმიანობას ჩვეულებისამებრ გააგრძელებენ. მისივე ინფორმაციით, თურქეთის სასამართლომ ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ არც ფინანსური და არც სადეპორტო სანქცია არ გამოიყენა, რაც მათ სრულ უდანაშაულობაზე მეტყველებს.

 

„ისინი ამ დრომდე იმყოფებოდნენ სასტუმროში. მათი საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა არ მომხდარა, უბრალოდ მათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აკრძალული ჰქონდათ“, - აღნიშნა ზურა კარტოზიამ.

 

შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, 21 თებერვალს, ანტალიის სავაჭრო ცენტრში „ცხინვალის“ 5 ფეხბურთელი - გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. ქურდობაზე დააკავეს. საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“ კი, დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner