პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც საქართველოს შესახებ არის საუბარი, რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანი გზავნილია.
როგორც ქაცარავამ განაცხადა, ევროპარლამენტის მხრიდან რუსეთის მიმართ ასეთი ცალსახა პოზიცია და დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის შესახებ.
„ეს მნიშვნელოვანი გზავნილია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი მზადაა, რუსეთის მიმართ სანქციები გააფართოვოს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.