ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ხელისუფლებამ მწვავედ უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე.
„ეს საკითხი მწვავედ უნდა დააყენონ ყველგან, იქნება ეს ჟენევა თუ ევროპარლამენტი. აფხაზეთის მთავრობა ამბობს, ჩვენ წამოვიწყეთ საქმე, მაგრამ არ გვაქვს ფაქტობრივი მასალებიო. უნდა მიეწოდოს მოპოვებული ინფორმაცია აფხაზურ მხარეს და ფორმალურად უნდა დავაყენოთ ფაქტის წინაშე, რომ თუ რამის გამომძიებლები ხართ, გამოიძიეთ, სახელი და გვარი ვიცით. ოპოზიცია ამბობს, რომ იქ პოსტი დგას და რატომ არ მოახდინა პოსტმა რეაგირებაო. ჯერ ერთი, პოსტი დგას ერთი კილომეტრის მოშორებით, იმიტომ რომ საერთაშორისო მონიტორინგმა ასე მოითხოვა, რათა რაიმე პროვოცირება არ მომხდარიყო... საგუშაგო რომ ახლოს ყოფილიყო, მას საპასუხო ცეცხლი უნდა გაეხსნა, ამას კი უფრო დიდი მსხვერპლი მოყვებოდა. მსხვერპლი იქნებოდა მეტი და გამორიცხული არაა, ორივე მხრიდან..." - განაცხადა არეშიძემ.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=321