logo_geo
eng_logo
გომბორთან დიზელის საწვავით დატვირთულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა
- +

14 მარტი. 2019. 15:28

 

გომბორის საგუშაგოსთან, 1200 ლიტრი დიზელის საწვავით დატვირთულ „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანას, ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას ორი სახანძრო სამაშველო ჯგუფი ცდილობდა.

 

ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner