დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის განცხადებით, ზიკას ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ საფრანგეთი და შემდეგ იტალია დგას. მისი თქმით, საქართველოც რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების ნუსხაშია.
„საქართველო ამ სიაში მე-15 ადგილზეა. საქართველოში სამხრეთ ამერიკიდან შემოდის დაახლოებით 100 ადამიანი. თუმცა ვინაიდან ჩვენთან ბევრი კოღოა, ეს რისკი არსებობს", - განაცხადა იმნაძემ.
რაც შეეხება გავრცელების გზებს, მისი თქმით, ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის, ხოლო ადამიანიდან ადამიანზე მხოლოდ სქესობრივი გზით ვრცელდება.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=315