logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბიბლიოთეკარებს დავპირდი, რომ არც ერთი მათგანი სამუშაო ადგილს არ დაკარგავს
- +

14 მარტი. 2019. 16:32

 

„ბიბლიოთეკარებს დავპირდი, რომ არც ერთი მათგანი სამუშაო ადგილს არ დაკარგავს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„იქ მომუშავე ადამიანების დიდი ნაწილი ენდობა ჩემს განცხადებებს, რომ ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ. რაც დღეს იქ ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. ბიბლიოთეკებში ძირითადად ბორშჩისა და ხარჩოს მომზადება ხდება, რაც ძალიან მძიმეა და ახალგაზრდას არანაირი სურვილი აღარ უჩნდება  იქ შესვლის. მე ამ ადამიანებს დავპირდი, რომ არც ერთი არ დაკარგავდა სამუშაო ადგილს. შესაბამისად, რეფორმა აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერიის ინიციატივით, დაგეგმილი საბიბლიოთეკო რეფორმა მუნიციპალური ბიბლიოთეკების მოდერნიზებას, მათი ინფრასტრუქტურის განახლებასა და აღჭურვას, ასევე, კადრების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით, მათ პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner