ავტორი მარიკო რიჟამაძე
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, „ევექსის“ სათაო ოფისში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო ბრიგადები. შენობიდან საზოგადოების ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც „რეპორტიორს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ხანძარი ტრანსფორმატორის დაწვამ გამოიწვია.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.