logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკო „ოქროს ვარსკლავის“ ორდენით დააჯილდოვა და „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა
- +

25 მაისი. 2016. 18:31



უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკო „ოქროს ვარსკლავის" ორდენით დააჯილდოვა და „უკრაინის გმირის" წოდება მიანიჭა.


კიევში ჩასვლის შემდეგ უკრაინელი მფრინავი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტთან ერთად ჟურნალისტების წინაშე წარდგა.



სიტყვით გამოსვლისას ნადეჟდა სავჩენკომ ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.



ასეთი და რომ არ მყავდეს, ახლა მკვდარი ვიქნებოდი. არ მინდა, რომ ადამიანებს ომი სურდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ომითაა შესაძლებელი. ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, მაგრამ ყოველთვის მზად ვარ, უკრაინისთვის გამარჯვებამდე ვიბრძოლო", - განაცხადა სავჩენკომ.



უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს ნადეჟდა სავჩენკოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



როგორც ნადეჟდა სავჩენკო დავიბრუნეთ, ისე დავიბრუნებთ დონბასსა და ყირიმს", - განაცხადა პოროშენკომ.



უკრაინელი მფრინავი, რომელსაც რუსეთში 22-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სამშობლოში პრეზიდენტის თვითმფრინავით ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner