logo_geo
eng_logo
„კორცხელის ინციდენტის მსგავსი ყველა ფაქტის შემდეგ რომ ბოიკოტი გვეცხადებინა, „ნაციონალური მოძრაობა“ 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში“
- +

25 მაისი. 2016. 18:32



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის გადაწყვეტილების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წლების წინ, ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, ბოიკოტები რომ ეცხადებინათ, „ნაციონალური მოძრაობა" 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში.



ბოიკოტი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაა. უბრალოდ, ერთს გავიხსენებ - წლების წინ, ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, ბოიკოტები რომ გვეცხადებინა, ნაციონალური მოძრაობა" მართლა 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში. არჩევნებში მოგება და წარმატებაა საჭირო. საპარლამენტო მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, პარლამენტში ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ ვისურვებდი, პარლამეტმა იმუშაოს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ იმუშაოს. ამასობაში, პოლიტიკური ბოიკოტი ეს არის პოლიტიკური ძალების კონსტიტუციური, რეგლამენტური უფლება და ეს მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner